დიზაინერმა ბიჭოლამ საქართველოში თავი ყველას დაამახსოვრა. მას კრიტიკის ქარცეცხლშიც არაერთხელ გაუვლია.
დღეს ის აქტიურად მოღვაწეობს და თავისი საქმიანობისთვის თავი არ დაუნებებია. უკვე რა ხანია რაც უკრაინასა და რუსეთში მოღვაწეობს, ცდილობს თავის სფეროში განვითარდეს.
მის სამეგობროში ყოველთვის არიან მშვენიერი ქალბატონები, რაც ბიჭოლას მიმართ ინტერესს აორმაგებს.
ბიჭოლა ძირითადად მომღერალ ქალბატონებთან მეგობრობს. მათ შორის არიან ლობოდა და ქეთა თოფურია.
ამ ორ პოპულარულ ქალბატონთან მას უკვე დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.
ბიჭოლა უზომოდ არის შეყვარებული მოგზაურობაზე. ახალ წელსაც ვერ მოითმინა და მალდივებზე გაემგზავრა.
როგორც ჩანს, მას ზამთრის სიცივეში ყოფნაზე მეტად თბილ გარემოში ყოფნა ურჩევნია, სადაც ზაფხული იგრძნობა. რაც ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი განცდაა.
დიზაინერი აქტიურადაა ჩართული ტელეგადაცემებში, რომლებიც საკმაოდ პოპულარულია. გთავაზობთ ჩანაწერს, ერთ-ერთი ახალი გადაცემიდან.
მან ოჯახური ფოტოც გამოაქყვეყნა, რომელიც მისმა გულშემატკივრებმა პირველად იხილეს. ამ ფოტოს მეშვეობით დედას დაბადების დღე მიულოცა და მშობლების მიმართ დიდი სიყვარული გამოხატა.
ფაქტია, რომ დიზაინერის ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანი, დატვირთული და საინტერესოა.
როდესაც მასზე საუბრობენ, აღნიშნავენ, რომ საუკეთესო მეგობარი და მხიარული ადამიანია, რაც მის "ინსტაგრამზე" განთავსებული ფოტოებიდანაც იკითხება.