ტანმოვარჯიშე, მოცეკვავე, ყველასთვის კარგად ნაცნობი ქალბატონი, ქეთი ხატიაშვილი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარია.
ქეთი გამომწერებს და არამხოლოდ მათ, ურჩევს, რომ თუ წონაში დაკლება სურთ, მშვენიერი გადაწყვეტილება იქნება, თუ შინაურ ცხოველებთან ერთად ივარჯიშებენ.
შეგახსენებთ, რომ მშვენიერი ქალბატონი არაჩვეულებრივ გოგონას ზრდის, რომელსაც ცეკვის ნიჭი გამოჰყვა.
ქეთი რამდენიმე თვის წინ დავით კაჭარავას შეურიგდა. წყვილი ადრე გარკვეული დროით ერთმანეთთან დაშორებული გახლდათ, თუმცა ამჟამად ყველაფერი შესანიშნავადაა. დავით კაჭარავა ბიზნესმენი გახლავთ.
ის „ქართული ოცნების” სიაში მოხვდა და ამჟამად მისი საქმიანობა ამ კუთხითაც ვითარდება.
ქეთი პირად ცხოვრებაზე საუბარს ერიდება, თუმცა თავისი აქტიური გამომწერებისთვის რჩევები არასდროს ენანება.
როგორც დედა, ყველას გირჩევთ, ატაროთ ბავშვები ტანვარჯიშზე, სპორტზე და შეაყვაროთ ჯანსაღი ცხოვრება. - წერს ქეთი.
" პრესის ვარჯიშებს კვირაში 4-5 ჯერ ვაკეთებ..
თავის დროზე, მშობიარობიდან 8-10 დღეში განვაახლე ვარჯიშების გაკეთება. ( ოღონდ ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია და გირჩევთ მხოლოდ თქვენი ექიმის ან პროფესიონალი ფიტნეს მწვრთნელის რეკომენდაციით დაიწყოთ ვარჯიში მშობიარობის შემდეგ).
- 1. თუ ზედმეტი წონა მაქვს, მაგალითად, როგორც ახალი წლის პერიოდში მქონდა - 19:00 ის მერე არ ვჭამ.
- 2. თუ ზედმეტია წონა - ყოველ დღე 30 წუთიან კარდიოს ვაკეთებ, ან ვცეკვავთ სახლში
- 3. დღეში 5 000 - 10 000 ნაბიჯი, ეს უკვე ჩვევაა.
- 4. რომ არ გავიწელო არ შემიძლია... მარტივი გაწელვები ვარჯიშის ბოლოს 10-15 წუთი. ხსნის დაძაბულობას და უზრუნველყოფს კუნთის ლამაზ ფორმებს!
- 5. თუ უბრალოდ წონის შენარჩუნება და ტონუსში ყოფნა მინდა, კვირაში 3-4 ჯერ ვვარჯიშობ.
- 6. კვებას რაც შეეხება, ახალ წლებზე ყველაფერი გემრიელად მივირთვი, უარი არაფერზე მითქვამს, არც გოჭზე. ახლა ცომს თითქმის არ ვჭამ, ვცდილობ კალორიები ვაკონტროლო და როგორც ზემოთ ვახსენე 19:00-ის მერე აღარ მივირთმევ. "
როგორც ხედავთ, ქეთი მშვენიერ ფორმაშია, სასურველ შედეგს ისევ მიაღწია და გამომწერების მხრიდან ყურადღების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის.