22 წლის ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი სამოდელო კარიერაში საკმაოდ დიდი მიღწევებით სარგებლობს. თაკო 14 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს სარეკლამო კამპანიებში, რაშიც დიდი წვლილი მოდელის დედას - ნინო ცქიტიშვილს მიუძღვის.
მოდელის ანგარიშზე მსოფლიო დონის ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობაა, როგორებიცაა Versace, Giorgio Armani, Dolce & Gabbana, Elie Saab, Christian Dior, Yohji Yamamoto, Ermanno Scervino, Moncler, Antonio Berardi, Roland Mouret, ZUHAIR MURAD, Ralph & Russo, თუმცა თაკო ამ ყველაფერზე არ გაჩერებულა და ბედი ყველა გოგონასთვის საოცნებო შოუს, Victoria Secret-ის ქასთინგზეც მოსინჯა, სადაც მოხვედრა მეორეჯერ სცადა, სამწუხაროდ, წარუმატებლად.
ერთ-ერთი ბოლო პროექტი ქალის თეთრეულის იტალიურ ბრენდთან, INCANTO-სთან თანამშრომლობითა და Grazia-სა და Goldenpoint-ის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა გახლდათ. თუმცა ახალგაზრდა მოდელთან კონტრაქტის გაფორმება კიდევ ერთმა საცურაო კოსტიუმების ბრენდმა Pain de Sucre-მ გამოთქვა, რომელმაც თაკოს მონაწილეობით ულამაზესი ფოტოები და ვიდეორგოლი შემოგვთავაზა. ფოტოგრაფ დევიდ ბელმიერის ობიექტივში თაკო რამდენიმე საცურაო კოსტიუმითა და სანაპიროს სხვა must-have-ებით ვიხილეთ.