მომღერალი თიკა ჯაბმურია ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა „მენტალურ ომებს“ ესტუმრა და პლასტიკურ ქირურგიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საკუთარი თავის შეყვარება სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო და ეს საზოგადოების სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო რთულად შეძლო.
„ძალიან პატარა პერიოდია, რაც საკუთარი თავი მოვიწონე და შევიყვარე. აქამდე საკუთარ თავში არაფერი მომწონდა და ეს იყო ჩემ მიმართ ხალხის დამოკიდებულება. ყოველთვის ხაზს განსაკუთრებულად უსვამდნენ ჩემს წონას. ამ ყველაფერმა ძალიან დამთრგუნა და ჩამკეტა საკუთარ თავში. როგორც კი მივხვდი, რომ ჩემი პრობლემა ეს იყო, გადავაბიჯე ჩემს თავს“, - ამბობს მომღერალი.
მისი თქმით, როგორც კი მისი ვიზუალის შესახებ კომპლიმენტები მიიღო, მას შემდეგ საკუთარ ფორმებზე ზრუნვას არ წყვეტს. ვარსკვლავი ჯანსაღი ცხოვრების წესს ანიჭებს უპირატესობას.
„საკუთარ თავზე მუშაობა რომ დავიწყე და წონაში დავიკელი, ხალხისგან მოწონება დავიმსახურე და მეტად თავდაჯერებული გავხდი. ახლა, სიმართლე რომ გითხრათ, საკუთარი თავი ძალიან მომწონს“, - აღნიშნა თიკამ.
„მხოლოდ და მხოლოდ ბიშექტომია გავიკეთე. ეს არის კბილის ამოღების დონის ოპერაცია და ლოყების დათხელებას გულისხმობს. "ინსტაგრამზე" ძალიან ხშირად ვადევნებ თვალს მოდელებს - ვინ როგორ გამოიყურება და რა აქვს გაკეთებული. პლასტიკური ოპერაცია იმ მიზნით გავიკეთე, მეგონა, ბელა ჰადიდივით წვრილი სახე მექნებოდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის“, - განაცხადა მომღერალმა.