ლიზა მაღრაძე საზოგადოებამ ბავშვობისას გაიცნო, როცა მან თათია გიორგობიანთან ერთად სიმღერა შეასრულა. ლიზა ბადრი პატარკაციშვილის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია. ბადრის განსაკუთრებით უყვარდა შვილიშვილი, თავისუფალ დროს ხშირად უთმობდა მას და ყველა სურვილს უსრულებდა.
ლიზა 10 წლის იყო, როდესაც ბადრი გარდაიცვალა და ეს მისთვის მძიმე დარტყმა იყო. ლიზა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი გარდაცვალება მძიმედ გადაიტანა.
ბიზნესმენის შვილიშვილი კარანტინის დროს გიორგი კაკაბაძეზე საიდუმლოდ გათხოვდა. წყვილს პანდემიის გამო ჯერჯერობით ქორწილი არ გადაუხდია, თუმცა უკვე სასიამოვნო სიახლის მოლოდინშია. როგორც ცნობილია, ლიზა და გიორგი გოგოს ელოდებიან.
ორსულმა ლიზამ სოციალურ ქსელში პიკანტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ორსული ნახევრად შიშველი პოზირებს კამერასთან და კომენტარებში უამრავი კომპლიმენტი და თბილი სიტყვაც მიიღო.
როგორც ცნობილია, წყვილი ზამთრის დღეებს შეკვეთილში ატარებს.