რუსეთში მოღვაწე ქართველ პოპ-მომღერალს, ქეთა თოფურიას იანვარში ლევ დენგოვისგან ბიჭუნა - ადამი შეეძინა.
„ა სტუდიოს“ ვოკალისტი "ინსტაგრამზე" ხშირად დებს სხვადასხვა ყოველდღიურ, ოჯახურ ფოტოს. ამჯერად მომღერალმა ახალდაბადებულ ვაჟთან და უფროს ქალიშვილთან, ოლივიასთან ერთად ფოტოსესია სახლში მოაწყო.
„ადამს ახალშობილის ფოტოსესია მოვუწყვეთ. ძალიან ვნერვიულობდი, მინდოდა, რომ ის კომფორტულად ყოფილიყო. ამ ასაკში რთულია სურათების გადაღება, მაგრამ მინდა, რომ ეს მომენტები მეხსიერებაში დარჩეს“, - დაწერა ქეთამ "ინსტაგრამზე".
ქეთა მშობიარობის შემდეგ ფოტოებს და ვიდეოებს ხშირად უზიარებს გამომწერებს. როგორც ხედავთ, მომღერალი მშვენიერ ფორმაშია.
ცნობისთვის, რუსული პოპის დედოფალი ქეთა თოფურია 21 იანვარს დედა მეორედ გახდა. ქეთას ვაჟი - ადამი, ბელორუსული წარმოშობის დიპლომატისგან, ლევ დენგოვისგან შეეძინა.
წყვილმა ერთწლიანი ურთიერთობა გასული წლის ოქტომბერში დააკანონა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>