ტელესახე და ინფლუენსერი ნუკი კოშკელიშვილი "ინსტაგრამ სთორის" მეშვეობით ხშირად ესაუბრება გამომწერებს. ამჯერად ნუკი საკუთარ ისტორიას იხსენებს, როცა ბრენდული კოსმეტიკის ყიდვა უნდოდა და საშუალება არ ჰქონდა.
"სტუდენტობის დროს და როცა ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, ხელფასი არ მქონდა მაღალი. ამ დროს, ვიღაცებს ჰქონდათ "დიორის" ტონალური, "შანელის" ტუჩსაცხი. ძალიან მინდოდა მეც, მაგრამ ვერ ვწვდებოდი. მე მინდა, რომ ყველას ჰქონდეს ეგეთი ხარისხის ტუჩსაცხი, ტონალური, ოღონდ ხელმისაწვდომ ფასად. არ აქვს მნიშვნელობა, ძალიან ბევრი ფული გაქვს თუ არა, ყველას შეეძლოს, რომ ეყიდოს ჩემი პროდუქცია. და დედას გეფიცებით, ვეცდები, რომ ხარისხი არათუ დავაგდო, არამედ გავაუმჯობესო ათასი თავით", - ჰყვება ნუკი.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ ნუკიმ საკუთარი ბრენდის ტუჩსაცხი, ტონალური და სულ ახლახან ტუჩის გლოსებიც გამოუშვა. სწორედ საკუთარ ბრენდს მიუძღვნა ნუკიმ ეს ისტორიაც.