უმშვენიერესი მომღერალი ლიზა ყენია ქართველ საზოგადოებას ჯერ კიდევ ბავშვობიდან ახსოვს. ლიზა შესანიშნავად მღერის და არაერთ კონკურსშიც მიუღია მონაწილეობა. რამდენიმე წელია ყენია სოციალურ ქსელში გააქტიურდა და მედია მისი პირადი ცხოვრებით დაინტერესდა. ერთი პერიოდი ლიზა თავის პირად ცხოვრებაზე საუბრობდა, სოციალურ ქსელში სურათებსაც აქვეყნებდა, თუმცა მისი ამჟამინდელი პარტნიორი ყენიას გამომწერებისთვის უცნობია.
როგორც ამბობენ, ლიზა გიორგი ბააზოვის შეყვარებულია. ლიზას "ინსტაგრამზე" თავისი და გიორგის ფოტოები არ უდევს, თუმცა გიორგის პირადი გვერდი სასიყვარულო, რომანტიკული სურათებითა და თბილი კომენტარებით არის სავსე.
გიორგი ბააზოვი ძალიან ჰგავს ამერიკელ მსახიობსა და მოდელს, ჯეისონ მომოას. მომოას მსგავსად, გიორგის გრძელი წვერი, თმა და ტატუებით დაფარული სხეული აქვს.
"კარგით რა, რა ლამაზები ხართ" - უწერენ კომენტარებში გიორგის, მისი და ლიზას საერთო ფოტოზე.
"ცხოვრება მშვენიერია შენთან ერთად" - უწერს ლიზა გიორგის ფოტოზე
თუ ლიზას გამომწერებსა და ფოტოებს დავუჯერებთ, მაშინ წყვილი ერთად უკვე რამდენიმე თვეა არის, რადგან მათი საერთო ფოტოები გიორგის "ინსტაგრამზე" ზაფხულში გაჩნდა.
"ჩემი საყვარელი წყვილი" - წერს გიორგი გასვიანის მეუღლე მარიტა მელიქიშვილი
გიორგისა და ლიზას საერთო ფოტოზე.
"მე აქ ვარ, სადაც შენ იყურები", - დაწერა ლიზამ კომენტარი გიორგის ერთ-ერთ ფოტოზე. რაზეც პასუხი მიიღო: "გიპოვე და არ გაგიშვებ".