ნანუკა გუდავაძემ მამამთილს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა. ბიძინას უმცროსმა ვაჟმა, ცოტნემ დაბადების დღეზე საკუთარი ხელით შესრულებული ნახატი აჩუქა, სადაც ჩაფიქრებული ბიძინა ჩანს. ნანუკამ აღნიშნული ფოტო "ინსტაგრამის სთორიზე" გააზიარა და დაწერა: "დაბადების დღეს გილოცავ, მამამთილო".
ცნობისთვის, ქართველი ბიზნესმენი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 18 თებერვალს 65 წლის გახდა.
ბერა და მოდის ბლოგერი ნანუკა გუდავაძე 2018 წელს დაქორწინდნენ. წყვილს ერთი წლის ვაჟი - ბერუკა ივანიშვილი ჰყავს.