კომპანია "ვისოლის" მეწილის, ლევან ფხაკაძის უმშვენიერესი ქალიშვილი 27 წლის ანი ფხაკაძე საზოგადოებისთვის უკვე წლებია ცნობილია. ანი სოციალურ ქსელებში ყოველთვის აქტიურობს და ბავშვობიდან გლამურული ცხოვრებით ცხოვრობს.
ანი ლონდონში ცხოვრობს, პერიოდულად საქართველოსაც სტუმრობს და უცხოელი შეყვარებულიც ჰყავს. როგორც ცნობილია, ანი უკვე რამენიმე წელია ურთიერთობაშია და ამას არ მალავს. ფხაკაძეს შეყვარებულთან ერთად გადაღებული სურათები სოციალურ ქსელში უდევს.
პანდემიის დაწყებამდე ანი და მისი რჩეული რამდენიმე ქვეყანაშიც იყვნენ ერთად. გოგონა შეყვარებულის მიმართ გრძნობებს არასდროს მალავს და საერთო ფოტოების ქვეშ თბილ კომენტარებს არ იშურებს. წყვილი ერთმანეთს ძალიან უხდება.
ანი ბავშვობიდან სხვადსხვა ქვეყანაში მოგზაურობს. მან მენეჯმენტის ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ მარკეტინგის განხრითაც ისწავლა და წლების განმავლობაში ამ სფეროში შესაბამისი გამოცდილებც დააგროვა.
ანი სოციალურ ქსელ "ინსტაგრაზე" საკმაოდ ცნობილია და პერიოდულად თავის გამომწერებს საინტერესო რჩევებსაც უზიარებს ხოლმე.
როგორც ფოტოებიდან ირკვევა, ანის და მისი რჩეულის ურთიერთობა სერიოზულია, რადგან გოგონა მასთან ერთად უკვე რამდენიმე წელია ჩანს და შეყვარებულს ოჯახის წევრებიც უკვე გააცნო.
"ინსტაგრამზე" ანის შეყვარებული "ამაურის" სახელით არის დარეგისტრირებული, ბიჭს პირადი პროფილი დახურული აქვს.
"ჩემი დაბადების დღის სურვილი" - წერს ანი შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტოს ქვეშ.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>