"ანუკის ძალიან უნდოდა, გოგონა ჰყოლოდა; ვნახოთ, კიდევ თუ გაბედავს" - ანუკი არეშიძის დედა ოჯახურ ამბებზე საუბრობს

"ანუკის ძალიან უნდოდა, გოგონა ჰყოლოდა; ვნახოთ, კიდევ თუ გაბედავს" - ანუკი არეშიძის დედა ოჯახურ ამბებზე საუბრობს
წლებია უკვე, რაც არაობიექტურად გაშუქებული ინფორმაციების გამო ანუკი არეშიძეც და მისი ოჯახის სხვა წევრებიც ჟურნალისტებთან ურთიერთობას ერიდებიან. ანუკის დედა ნინო ჭუმბურიძე ექიმი-ენდოკრინოლოგი გახლავთ და გარდა ამისა, უკვე დიდი ხანია, რაც აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში... ადვილი არ იყო ქალბატონი ნინოს დათანხმება შეხვედრაზე, თუმცა კარგა ხნის ყოყმანის შემდეგ გვენდო და სასაუბროდ შინ მიგვიპატიჟა...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ანუკის საოცრად ანებივრებდა მამამისი. ბიჭების დაცვა ბადრისგან მე მიხდებოდა, ხოლო ანუკის ჩემგან მამამისი იცავდა. უზომოდ ონავარი და
ცელქი იყო, მოუსვენარი, თან ძალიან საყვარელი... ლაღი და ხალასი ბუნება ჰქონდა. მეოთხე ბავშვი რომ დაიბადა და მე და ბადრიმ ანუკი პატარასთან ერთად დავინახეთ, ერთმანეთს გადავხედეთ და ვუთხარით, - როგორ წარმოვიდგენდით, რომ წლების შემდეგ ის პატარა გოგონა 4 ვაჟკაცის დედა იქნებოდაო...

კახა სახელით მომმართავს. ნინო - ჩვეულებრივ, ასე მეძახის. ანუკიც სახელით მიმართავს დედამთილს, ხოლო რაც შეეხება კახას მამას, მხოლოდ ანუკის აქვს უფლება, კარლოს შინაურული სახელი - ბულია დაუძახოს. განსაკუთრებულად ანებივრებს რძალს (იცინის)...

ანუკის ძალიან უნდოდა, გოგონა ჰყოლოდა. ვნახოთ, კიდევ თუ გაბედავს... როდესაც გავიგეთ, რომ მეოთხეც ბიჭი იყო, მედიკოს, კახას დედას უთქვამს, - რა გახდა, ერთ კიკინებიან გოგოსაც რომ ერბინა ჩვენს ეზოშიო. ანუკის სიცილით უთქვამს, რა ვქნა, არ "გამომდის" გოგონები, ავდგები, კიკინებს გავიკეთებ და მე ვირბენ ეზოშიო. მერე მე ვეუბნებოდი, მაშინ არეშიძეებთანაც უნდა მოხვიდე კიკინებით, მეც მინდა გოგო შვილიშვილი-მეთქი..."
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93