ქართველი ტიკ-ტოკერი და ინფლუენსერი თი (თინათინ) მაჭავარიანი "ბაქტერიებს" ებრძვის. თიმ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" თავის გამომწერებს შეატყობინა, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ზედმეტი აქტივობებისგან თავი უნდა შეიკავოს. მას კორონავირუსი არ სჭირს, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ ეტაპზე აქტიურობისგან თავი უნდა შეიკავოს.
მკურნალობის ფარგლებში, თის ექიმმა სახლში ყოფნა და დასვენება ურჩია, რაც სოციალურ ქსელებში აქტიური ადამიანისთვის საკმაოდ ბევრი დროა, თუმცა ამ დროის განმავლობაში მაჭავარიანისგან რამდენიმე სიახლესაც უნდა ველოდოთ.
ცნობისთვის, თი მაჭავარიანი საზოგადოებამ სულ რამდენიმე წელია გაიცნო. თისა და მისი ყოფილი შეყვარებულის დაშორებაზე ბევრი საუბრობდა, თუმცა ეს თემა დასრულდა და თი "ინსტაგრამზე" აქტიურობას შეუცვლელად განაგრძობს.