"არ ვიცი, დედაჩემი როგორ გაუმკლავდა ყველაფერს მარტო, ჩვენ ერთმანეთი მაინც გვყავს" - პრინც ჰარის ემოციური კომენტარი ოპრასთან

"არ ვიცი, დედაჩემი როგორ გაუმკლავდა ყველაფერს მარტო, ჩვენ ერთმანეთი მაინც გვყავს" - პრინც ჰარის ემოციური  კომენტარი ოპრასთან
პრინ­ცი ჰარი და მისი მე­უღ­ლე მე­გან მარ­კლი უკვე ერთ წელ­ზე მე­ტია, რაც დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან წა­ვიდ­ნენ და სა­მე­ფო პრი­ვი­ლე­გი­ებ­ზე უარი თქვეს. თა­ვად ამ­ბო­ბენ, რომ სურთ, უბ­რა­ლოდ ჰარი და მე­გა­ნი იყ­ვნენ, ყო­ველ­გვა­რი რე­გა­ლი­ის გა­რე­შე, თუმ­ცა ბრი­ტა­ნულ მე­დი­ა­ში მათ ჯერ კი­დევ სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გად და ჰერ­ცო­გი­ნი­ად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

წყვი­ლი მე­ო­რე შვილს ელო­დე­ბა. ისი­ნი ბრი­ტა­ნე­თი­დან წას­ვლის შემ­დეგ იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბი­ან კა­მე­რე­ბის წინ და ცდი­ლო­ბენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბას თავი აა­რი­დონ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე საკ­მაო დრო გა­ვი­და წყვი­ლის აშშ-ში გა­და­ბარ­გე­ბი­დან, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში მათ
შე­სა­ხებ ამ დრომ­დე ყვე­ლა­ზე მეტს სა­უბ­რო­ბენ და ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი აკ­რი­ტი­კებს სა­მე­ფო ოჯა­ხი­დან წას­ვლის გამო.
თუმ­ცა პრინ­ცის­თვის მთა­ვა­რი თა­ვის ოჯახ­ზე ზრუნ­ვა და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბაა. სწო­რედ ეს იყო მი­ზე­ზი, რის გა­მოც ჰა­რიმ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

7 მარტს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ოპრა უინფრის­თან ჰა­რი­სა და მე­გა­ნის ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს ნა­ხავს, თუმ­ცა წი­ნას­წარ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი 30-წა­მი­ა­ნი თი­ზე­რით უკვე ცნო­ბი­ლია, რის შე­სა­ხებ ისა­უბ­რე­ბენ ისი­ნი.

ინ­ტერ­ვი­უს სა­რეკ­ლა­მო ვი­დე­ორ­გოლ­ში ჩანს, რომ ჰა­რიმ პა­რა­ლე­ლი გა­ავ­ლო დე­დას, პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნა­სა და ცოლს შო­რის იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ მო­ექ­ცა ამ ორ ქალს პრე­სა.

პრინ­ცი ამ­ბობს, რომ ეში­ნო­და, ის­ტო­რია არ გა­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყო და ამი­ტო­მაც, მან და მე­გან­მა გა­და­წყვი­ტეს, უკან და­ე­ხი­ათ და ჩა­მო­შო­რე­ბოდ­ნენ სა­მე­ფო ცხოვ­რე­ბას. ინ­ტერ­ვი­უს მი­მართ უკვე დიდი მო­ლო­დი­ნია. ცნო­ბი­ლია, რომ მე­გა­ნი ისა­უბ­რებს ქორ­წი­ნე­ბა­ზე, დე­დო­ბა­ზე, ცხოვ­რე­ბა­ზე სა­მე­ფო რე­გა­ლი­ე­ბით და ასე­ვე სა­მე­ფო ოჯა­ხი­დან წას­ვლა­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან წნეხ­ზე.

პრინც ჰა­რის აქამ­დეც უთ­ქვამს, რომ სა­მე­ფო ოჯა­ხი­დან წას­ვლა გა­და­წყვი­ტა, რათა და­ეც­ვა სა­კუ­თა­რი თავი და ოჯა­ხი არა­ჯან­სა­ღი გა­რე­მოს­გან, რო­მელ­საც მათ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში პრე­სა უქ­მნი­და.

"წარ­მოდ­გე­ნაც კი მი­ჭირს, რო­გორ გა­უმკლავ­და დედა მთელ ამ პრო­ცესს მარ­ტო, რად­გან ყო­ვე­ლი­ვე ჩვენ­თვის, ორი­ვეს­თვის და­უ­ჯე­რებ­ლად მძი­მე იყო, თუმ­ცა ჩვენ ერ­თმა­ნე­თი მა­ინც გვყავ­და. ჩემი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი იყო, რომ ის­ტო­რია არ გა­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყო“, - ამ­ბობს პრინ­ცი ჰარი ოპ­რას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.
წაიკითეთ სრულად და ნახეთ ფოტოები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93