ბოლო დროს, ბათუმელი მოდელები ქართველი სოციალური სივრცის ასპარეზზე გამოჩნდნენ. 19 წლის ბათუმელი მოდელი ლორენა ზოიძე სოციალურ ქსელში თავისი სილამაზით საზოგადოების გაოცებას არ წყვეტს, ლორენა ბევრ ქართულ ბრენდთან თანამშრომლობს, სამოდელო კარიერას მიჰყვება და ხალხისგან თბილ კომენტარებსაც იღებს.
19 წლის მოდელი მართლაც, რომ შესანიშნავად გამოიყურება, ლორენას ხშირად იტალიელ კინომსახიობ მონიკა ბელუჩის ადარებენ.
ლორენა სოციალურ ქსელში ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც დედასთან ერთად გადაღებული სურათები გამოაქვეყნა, როგორც ჩანს, მოდელი ძალიან ჰგავს დედას და მათ შორის ასაკობრივი სხვაობა თითქმის არც შეიმჩნევა.
ლორენას დედა ქრისტინე უმშვენიერესი ქალბატონია, თუმცა სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა.
19 წლის მოდელს პირადი ცხოვრებაც გასაჯაროებული აქვს და თავის სასიყვარულო ურთიერთობას გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ბოლო პერიოდია, ლორენა "ინფლუენსერი" გახდა და ქართულ ბრენდებისგან სხვადასხვა შემოთავაზებასაც იღებს. უმშვენიერესი გოგო გამომწერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ლორენასთვის თბილ კომენტარებს არ იშურებენ. "მონიკა ბელუჩს როგორ ჰგავხარ" - უწერენ მოდელს "ინსტაგრამზე"
მოდელი არც უმაკიაჟო ფოტოების დადებას ერიდება, როგორც ჩანს, მის გამომწერებს ბუნებრივი ლორენაც მოსწონთ.