"დასრულდა ჩემი დეკრეტული შვებულება, წარმატებები მისურვეთ" - ქეთა თოფურიას უჩვეულო "ლუქი" სამსახურის პირველ დღეს

რუსეთში მოღვაწე მომღერალი ქეთა თოფურია მეორე ბავშვის, ადამის გაჩენის შემდეგ სამსახურში პირველად გავიდა. მან სამუშაო ადგილიდან "ინსტაგრამგამომწერებისთვის" მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ დასრულდა მისი დეკრეტული შვებულება და პირველი სამუშაო დღე აქვს. "მისურვეთ წარმატებები", - მიმართა ქეთამ გამომწერებს და ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც უჩვეულო "ლუქით" პოზირებს.

"რა ლამაზი კოსტიუმია", "ძალიან გიხდება", "ულამაზესი ხარ", "წარმატებები", - უწერენ ქეთას გულშემატკივრები კომენტარებს.


ცნობისთვის, ქეთამ მეორე შვილი, ადამი, ბიზნესმენ ლევ დენგოვისგან გააჩინა. წყვილმა ურთიერთობა გასული წლის შემოდგომაზე დააკანონა და ქორწილი ვიწრო
წრეში გადაიხადა. მომღერალს პირველი შვილი - ოლივია, ლევ გეიხმანისგან ჰყავს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93