28 წლის ტელეწამყვანი და მოდელი მანიკა ასათიანი მუდმივად კარგ ფორმაშია და საკუთარ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში. ამჯერად მანიკამ ერთ-ერთი ფოტოსესიის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სექსუალური "ლუქი" აქვს მორგებული.
მოდელი თეთრი პერანგის ამარა პოზირებს და იდეალურად გამოიყურება.
ტელესახე საკუთარ სტილს მუდმივად ინარჩუნებს და სამსახურიდან გამომდინარე ხშირად ირგებს კლასიკურ სამოსს. თუმცა მოდელი სამსახურის გარეთ უპირატესობას სპორტულ სტილს ანიჭებს.
მანიკას თქმით, საკუთარ ვიზუალზე განსაკუთრებულად ზრუნავს. მოდელი აქტიურად აქვეყნებს დიეტისა და თავის მოვლის საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს გამომწერებისათვის.