"ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე ორსულობამ: უარი ვთქვი კარიერაზე, ამერია ურთიერთობა მეუღლესთან... ყოველდღე და ღამე ვტიროდი" - ანი ბებია დეპრესიულ პერიოდს იხსენებს

"ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე ორსულობამ: უარი ვთქვი კარიერაზე, ამერია ურთიერთობა მეუღლესთან... ყოველდღე და ღამე ვტიროდი" - ანი ბებია დეპრესიულ პერიოდს იხსენებს
მსახიობი და ილო ბეროშვილის მეუღლე ანი ბებია პოსტ-სამშობიარო დეპრესიაზე საუბრობს და მისი თქმით, ორსულობაც და მშობიარობის შემდგომი პერიოდიც მისთვის რთული აღმოჩნდა.

"ორსულობა ჩემთვის იყო სრულიად მოულოდნელი, რადგან რამდენიმე წელი ვერ ვფეხმძიმდებოდი. არ მივლია ექიმებში და არც ვგეგმავდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ჯერ კარიერა იყო, პატარა ვარ. ალბათ 40 წლისაც ვიტყოდი, რომ პატარა ვარ-თქო, რომ უცებ აღმოვჩნდი ორსულად. სრული შოკი იყო ჩემთვის, ვერ ვხდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს. ვფიქრობდი, რომ უარი უნდა მეთქვა კარიერაზე, რადგან ფილმზე ვიყავი
დამტკიცებული, იქ თეატრი და ძალიან ცუდად იმოქმედა მოკლედ ჩემზე ორსულობამ. აგვერია ურთიერთობა მე და ჩემს მეუღლეს და წავიდა და წავიდა ასე ცუდი განწყობა. მშობიარობის შემდეგ ყველაფრის მეშინოდა და ყოველ დღე და ღამეც კი ვტიროდი. ეს პერიოდი მქონდა დაახლოებით ორი თვე და მეგობარმა მითხრა, რომ დეპრესია გაქვს", - ამბობს მსახიობი გადაცემაში ჯანმრთელობის ფორმულა.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93