8 მარტს საქართველო და სრულიად სამყარო აღნიშნავს. ამ დღეს მამაკაცები - ქალბატონებს და ქალბატონები ერთმანეთს კეთილ სურვილებს, სიძლიერეს და ბედნიერებას უსურვებენ. 8 მარტი საქართველოშიც ყვავილებითა და ლამაზი დეკორაციებით აღინიშნება და წელსაც ქართველი სელებრითები სოციალურ ქსელში სარვამარტო მილოცვებით გამოჩნდნენ.
ნახეთ, როგორ აღნიშნეს 8 მარტი ქართველმა ცნობადმა ქალებმა
ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე 8 მარტს ულამაზეს გარემოში შეხვდა. მოდელმა ვარდებითა და ბუშტებით ქალბატონებს ეს დღე მოულოცა და თვითონაც ასობით მილოცვა მიიღო გამომწერებისგან.
ქართველმა მოდელმა ირინა ონაშვილმა 8 მარტს ულამაზესი თაიგული მიიღო და ქალბატონებს ეს დღე მიულოცა.
უმშვენიერესი მოდელი საზოგადოებისგან ყოველთვის თბილ კომენტარებს იღებს და ხალხმა ირინას მიმართ არც 8 მარტს დაიშურა კეთილი სურვილები.
მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე ქალების დიდი გულშემატკივარია. 8 მარტს ალექსანდრამ "ინსტაგრამზე" ვრცელი სამოტივაციო ტექსტი გამოაქვეყნა და ქალებს სიძლიერისკენ მოუწოდა.
ტელეწამყვანმა ნინო ხოშტარიამ 8 მარტს, დილით, ულამაზესი თაიგული მიიღო და ქალბატონებს ეს დღე მიულოცა.
სალომე ღვინიაშვილს ეს დღე მეუღლემ, ზურა ხიზანიშვილმა საჯაროდ მიულოცა. ზურამ "ინსტაგრამ სთორიში" შემდეგი ტექსტი დაწერა: "ყველა დღე ქალების არის, მაგრამ დღევანდელი დღე გამორჩეულია. გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს".
არც ნუცა ბუზალაძე დარჩა თაიგულისა და მილოცვის გარეშე. მომღერალს სარვამარტოდ დიდი თაიგული მიართვეს. ნუცამ ეს დღე ქალბატონებს მიულოცა.
დიზაინერმა ნინა ზარქუამ დღე მხიარულად დაიწყო და სარვამარტოდ საჩუქრად ფერადი
ტიტებიც მიიღო.