მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა საკუთარი გადაცემისთვის მარიამ კუკუნაშვილი ჩაწერა. შორენა სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელს შუშის სახლში ეწვია და საზოგადოებას შესაძლებლობა მისცა, მარიამის ფუფუნების საგნები დაეთვალიერებინა. ვიდეოში ჩანს სასახლის უზარმაზარი, სხვადასხვა სტილისა და გაფორმების დარბაზები სხვადასხვა კატეგორიის სტუმრებისთვის, დიდი ბიბლიოთეკა, რამდენიმე სამზარეულო, ლამაზი თეთრი როიალი, ულამაზესი მცენარეებით მორთული მთელი სახლი და ტანსაცმლის უზარმაზარი გარდერობი.
მარიამის თქმით, სახლის დიზაინი თითქმის მთლიანად მას ეკუთვნის.
როგორც კუკუნაშვილი ამბობს, მის სამზარეულოში საჭმელი არ მზადდება, რადგან სუნი არ მოსწონს, ასევე ვერ ახერხებს ყველა თავისი სამოსის მორგებას უდროობის გამო და ზოგიერთი იარლიყით აქვს შენახული.
შორენა აღფრთოვანებული ათვალიერებდა მარიამის სასახლეს და აღნიშნავდა, რომ ძალიან მოსწონს სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელის ცხოვრების სტილი. "მეც ასე უნდა მოვიქცე სამზარეულოში, შევინახო ყველაფერი და საჭმელს აღარ გავაკეთებ".
მარიამის თქმით, სასახლის ქვედა სართულზე სხვა სამზარეულოც აქვს, სადაც ბავშვებისთვის მზადდება საჭმელი.
როგორც ცნობილია, მარიამ კუკუნაშვილი სუროგაციის წყალობით გამდიდრდა. იგი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალად მიიჩნევა საქართველოში.
მარიამი ნამყოფია 50-ზე მეტ ქვეყანაში და ლამაზ კუნძულებზე ქორწილის გადახდა მისი ერთ-ერთი ჰობია.
იხილეთ ვიდეო