სალომე ჭაჭუა არაჩვეულებრივ ფორმაშია. მოცეკვავემ ცოტა ხნის წინ ახალი ვიდეო და ფოტოები გამოაქვეყნა, რომელთა მიმართაც გულგრილი ნამდვილად ვერავინ დარჩებოდა.
სალომეს მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესია და ეს გასაკვირი არც არის, თუნდაც იმიტომ, რომ ცდილობს ახალი, ცეცხლოვანი ცეკვა ხშირად შემოგვთავაზოს, რასაც "ინსტაგრამზე" აზიარებს.
მშვენიერი სალომე ბავშვობიდან ცეკვავს და არაერთხელ ასახელა ჩვენი ქვეყანა, თუმცა მის შესახებ ფართო საზოგადოებამ წლების წინ, მაშინ გაიგო, როცა პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" დაიწყო.
"სალომე, შენ რომ ცეკვავ, ირგვლივ ყველაფერი ჩერდება" - უთხრა ერთხელ მოცეკვავეს მისმა გულშემატკივარმა, რაც ნამდვილად დასამახსოვრებელია.
ერთად გადავხედოთ მომხიბლავი ქალბატონის პირად გვერდზე არსებულ სიახლეებს.