ამერიკელ მოდელს ემილი რატაკოვსკის და მის მეუღლეს სებასტიან ბეარ-მაკლარდს, პირველი შვილი შეეძინათ, რომელსაც სილვესტერ აპოლო დაარქვეს. წყვილმა ორუსლობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ ჟურნალ VOGUE-ის საშუალებით გაავრცელეს.
როგორც მშობლები ამბობენ, ბავშვის სქესის გაცხადებისგან თავს იკავებენ, რადგან მათი შვილი 18 წლამდე „ გენდერისგან თავისუფალია“ მათ სურთ რომ ბავშვის ზრდის პროცესს დააკვირდნენ, რადგან თავად გადაწყვიტოს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გოგოა თუ ბიჭი. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს.
თუმცა ბავშვის სახელიდან გამომდინარე შეგვიძია ვთქვათ, რომ ემილიმ ბიჭი გააჩინა, რადგან სილვესტერ აპოლო არ არის ნეიტრალური და გენდერისგან თავისუფალი სახელი.
<div> <div> <div></div>
</div>
</div>
მოდელმა ასევე საზოგადოებაში გავრცელებულ გენდერულ სტერეოტიპებზეც ისაუბრა: „კონკრეტულად ვერავის დავადანაშაულებ, არც ერთ ცალკეულ ადამიანს არ განვსჯი, ვინაიდან საზოგადოება მთლიანობაში გენდერული სტერეოტიპებით უყურებს რიგ საკითხებს. მე უბრალოდ ვეცდები, რომ კარგი მშობელი ვიყო და შვილი ამ სტერეოტიპების გარეშე გავზარდო”, – ამბობს ემილი რატაკოვსკი. „პირველ კურსზე UCLA-ს კოლეჯში გენდერის ლექციებზე ჩავეწერე და მალევე მივხვდი, რომ მასზე დამოკიდებული გავხდი. ეს ლექციები ნამდვილი აღმოჩენა იყო ჩემთვის, შევისწავლიდი იმ საკითხებს რომლებზეც აქამდე არასოდეს მიფიქრია: უჩვეულო თეორიები, სექსუალურობის კონცეფცია და განსხვავება გენდერსა და სექსუალურობას შორის. ამ დროისთვის გადავწყვიტე ფემინისტი გავმხდარიყავი, პარალელურად ლექციებზე ვაგრძელებდი უამრავი რამის შეცნობას ქალურ თავისუფლებაზე, ფემინისტურ რიტორიკაზე და სხვა საკითხებზე. შოკირებული ვიყავი იმდენად ცოტა ვიცოდი გენდერის შესახებ, ამან მიბიძგა იმისაკენ, რომ აღმომეჩინა საკუთარი იდენტობა, როგორც ქალს.
„სხეულიდან თმის მოშორება მომწონს, თუმცა ზოგჯერ თმის გაზრდა თავს სექსუალურად მაგრძნობინებს“.
იხილეთ სრულად