ვარსკვლავური წყვილი, ალექს როდრიგესი და ჯენიფერ ლოპესი ერთმანეთს დაშორდნენ. სკანდალურ ინფორმაციას TMZ ავრცელებს. ლოპესი და ბეისბოლის მოთამაშე როდრიგესი 2017 წლიდან ერთად იყვნენ, 2019 წელს ალექსმა საყვარელ ქალს რომანტიკულ გარემოში ხელი სთხოვა და ქორწინებაზე თანხმობაც მიიღო.
წყვილი გრანდიოზულ ქორწილს გეგმავდა. ლოპესი ამბობდა, რომ სურდა, ცერემონია იტალიაში გამართულიყო. თუმცა ნიშნობიდან ორ წელიწადში, ჯეი ლოსთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, მათ განშორების გადაწყვეტილება მიიღეს.
უცნობია, თუ რა გახდა ყოველივეს მიზეზი. წყარო ამბობს, რომ მართალია, საჯაროდ ისინი ბედნიერი წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, თუმცა რეალურად, ბოლო პერიოდში ურთიერთობა აერიათ. ამ დროისთვის არც ჯენიფერ ლოპესს და არც ალექს როდრიგესს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. ჯენიფერი დომინიკის რესპუბლიკაში, ფილმის გადაღებებზე იმყოფება, ხოლო ალექსი მაიამიშია.
ბოლოს ისინი ერთად საჯაროდ პრეზიდენტ ბაიდენის ინაუგურაციაზე ნახეს, თუმცა ასევე საზოგადოებას ახსოვს ჯენის "ინსტაგრამ პოსტები" სიყვარულის დღეს, როცა საყვარელმა მამაკაცმა უამრავი თაიგული მიუძღვნა და ისინი საოცრად შეყვარებული წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. "მიყვარხარ და მიყვარს ყველაფერი, რასაც ჩემთვის აკეთებ“, - წერდა 14 თებერვალს ჯენიფერი "ინსტაგრამზე."
იხილეთ სრულად