მომღერალი ქეთა თოფურია შვილებთან ოლივია და ადამთან ერთად და მეუღლესთან, ლევ ძენგოვთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს.
ლევ ძენგოვმა მეუღლეს 8 მარტი ყვავილებით მიულოცა და ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წყვილის სახლი ჩანს.
როგორც ჩანს, ლევმა და ქეთამ სახლის მოწყობისას უპირატესობა ძველებურ ინტერიერს, ხის მასალასა და ასევე ხის ორნამენტებს მიანიჭეს. ვიდეოკადრებში ჩანს დიდი დარბაზი, რომელსაც ხის, ძველებური კარი აქვს და ასევე ხისგან დამზადებული თაროები წიგნებისათვის, ძველებური სტილის სავარძელი, კედლებიც კი ხის ორნამენტებით არის გაფორმებული. ოთახის დათვალიერებისას იფიქრებთ, თითქოს ძველ დროში, ერთ-ერთი მდიდარი ოჯახის სახლში მოხვდით.
მომღერალმა უმოკლეს დროში ფორმაში დაბრუნება მოახერხა და იდეალურად გამოიყურება.
მეუღლე ქეთას ყოველთვის უწონებს ფოტოებს და თბილ კომენტარებსაც უწერს.
ქეთას დეკრეტული შვებულება დაუმთავრდა და საკუთარ ბენდში აქტიურ მუშაობას განაგრძობს.