ქართველი კარდიოქირურგი, ლევან ქარაზანიშვილი შეყვარებულია, მისი რჩეული უმშვენიერესი ქეთი ძიგუაა, რომელიც ლევანთან ერთად ივ. ბოკერიას სახელობის კლინიკაში მუშაობს.
ქართველ კარდიოქირურგს უკვე წლებია ქვეყნის საზღვრებს გარეთ იცნობენ, ლევანი საინტერესო ოპერაციებით გამოირჩევა და მის ვიდეოებსა თუ სურათებს საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდი ემოციები მოსდევს. ლევანი ახლა კარდიოქირურგიის განყოფილების უფროსია, მისი რჩეულიც მასთან ერთად მუშაობს.
ლევანი და ქეთი მედიის ყურადღების ქვეშ, სულ ცოტა ხნის წინ, მოექცნენ. წყვილი ერთად ბედნიერად ცხოვრობს, როგორც ჩანს, ორივეს კულინარია იტაცებს და არც ახალი ღვინის დაგემოვნებაზე ამბობენ უარს.
ქეთი ძიგუა 25 წლის არის, ასაკით ლევანზე პატარაა. გოგონამ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი დაამთავრა, შემდეგ ეკონომიკისა და მენეჯმენტის სააგენტოში მუშაობდა, 2017 წელს ევექსში დაიწყო მუშაობა, ახლა ის ივ. ბოკერიას სახელობის კლინიკაში ქარდიოქირურგის დეპარტამენტში მუშაობს.
წყვილი გლამურულად ცხოვრობს. ქეთი და ლევანი ახლა დუბაიში ისვენებენ და დასვენების ამსახველ ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებენ.
ლევანს ქეთისთან გადაღებული ათობით სურათი უდევს, წყვილის თვალებში სიყვარული ნამდვილად იგრძნობა. სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ მათ მოგზაურობა და საინტერესო ადგილების ნახვა იტაცებთ.