წლევანდელი "გრემის" დაჯილდოებიდან ბიონსე კვლავ "გრემის" პრიზით დაბრუნდა სახლში.
ბიონსე ცერემონიაზე 2 "გრემით" დაჯილდოვდა და კარიერის განმავლობაში ქალ მუსიკოსებს შორის რეკორდული რაოდენობის, 28 "გრემი" მოიპოვა, თუმცა მოღერალმა წელს პერფორმანსით გამოსვლაზე უარი განაცხადა. როგორც უცხოურ მედიაში იწერება, არაერთი მუსიკოსი "გრემის" კორუფციასა და მიკერძოებულობაზე აქტიურად საუბრობს.
გასულ წლებში ბიონსეს არაერთხელ ჰქონია პერფორმანსი "გრემის" დაჯილდოების ცერემონიაზე. შოუს უახლეს ისტორიაში კი იგი მესამე მომღერალია, რომელმაც ყველაზე მეტ ნომინაციაში წარდგენის მიუხედავად, ცერემონიაზე შესრულებაზე უარი თქვა. 2019 წელს ასე მოიქცა კენდრიკ ლამარი, 2018-ში კი ბიონსეს ქმარმა, Jay-Z-მ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება. ბიონსეს შოუზე არგამოსვლის ამბის გავრცელების პარალელურად, ინტერნეტსივრცეში ხმისჩამწერ აკადემიას ქალებისა და არათეთრკანიანი მომღერლების წინააღმდეგ მიმართულ მიკერძოებულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ. კრიტიკის საფუძველი ყველაზე მეტად კანადელი მუსიკოსის, The Weeknd-ის ნომინაციებში არყოფნაა.
იხილეთ სრულად