თაკო გაჩეჩილაძე-მილანოვა 38 წლის გახდა და იუბილე ვიწრო წრეში, მეგობრებთან და მეუღლესთან ერთად თბილისის ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნა.
დაბადების დღის კადრები მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს ქრისტინე იმედაძეც.
თაკოს ტორტი მეუღლემ, ბორისლავ მილანოვმა მიართვა და მომღერალმა სანთლების ჩაქრობამდე სურვილიც ჩაიფიქრა.
თაკოს დაბადების დღის ლუქი კი ჭრელი ფარფატა კაბისა და თეთრი ფეხსაცმელებისგან შედგება. თაკოს საკუთარი, სხვებისგან გამორჩეული სტილი აქვს. მომღერალი მშვენიერ ფორმაშია და იდეალურად გამოიყურება.
თამარას ბულგარელი ქმრისგან ორი შვილი, გაბრიელა და ელია ჰყავს. წყვილი რამდენიმე თვეა შვილებთან ერთად საქართველოში იმყოფება.