ქართველი მოდელი და პროექტ "მასტერშეფის" მონაწილე თათია თექთურმანიძე საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე წლის წინ გახდა.
რუსეთში მოღვაწე ქართველმა მოდელმა კულინარიული შოუს შემდეგ "დესერტების პრინცესას" ტიტული დაიმსახურა და მას შემდეგ ხშირად მოიხსენიებენ ასე.
ცოტა ხნის წინ თათიამ "ინსტაგრამზე" ვიდეო გამოაქვეყნა და საკუთარ გამომწერებს სასიხარულო ამბავი ამცნო.
"აქ, იცით, მალე რა იქნება? ჩემი საკონდიტრო. ხომ გინდოდათ, გეჭამათ ჩემი გაკეთებული ნამცხვრები? ჰოდა, შეძლებთ ძალიან მალე. ჩემზე ბედნიერი ვინმე თუ ხართ, შეგიძლიათ მომწეროთ", - ამბობს თათია.
მოგვიანებით კი სამადლობელი ტექსტიც გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ახალგაზრდა კონდიტერმა გამომწერებისგან უამრავი მისალოცი ტექსტი მიიღო.
"მინდა, რომ ყველას ცალ-ცალკე გადაგიხადოთ მადლობა ყოველი სიტყვისათვის, რაც დღეს მომწერეთ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ხართ, რამდენად კარგები ხართ და როგორ მიხარია თქვენი გვერდში დგომა. მართლა ძალიან მიყვარხართ ყველა ჩემი გამომწერი. არ ველოდი ამდენ მესიჯს, ამხელა გამოხმაურებას და ამდენ კარგ სურვილს! მადლობა კიდევ ერთხელ ყველა თქვენგანს.
ახლა კი გთხოვთ დახმარებას. მოდით, ერთად შევურჩიოთ საკონდიტროს სახელი. თქვენი იდეები მაინტერესებს", - წერს თათია.
ასევე დაგაინტერესებთ:
"დესერტების პრინცესა" - თათია თექთურმანიძის ცხოვრება და სტილი კულინარიის მიღმა