თანამედროვე ქალები და მამაკაცები აქტიურად ანგრევენ არსებულ სტერეოტიპებს მეუღლეთა გარეგნობის, ასაკისა თუ სოციალური სტატუსის შესახებ. ასეთ კლიშეებს ზოგჯერ რეალურად შეუძლია ადამიანებს ხელი შეუშალოს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანის - ოჯახური ბედნიერების მოპოვებაში, თუმცა კარგია, რომ არსებობენ ისეთი ვარსკვლავები, რომლებიც ამგვარ სტერეოტიპებს სრულებით უგულებელყოფენ და საზოგადოებას საკუთარ მაგალითზე უმტკიცებენ, რომ ადამიანი საყოველთაოდ აღიარებული ნორმების მსხვერპლად არასდროს უნდა იქცეს, ვინაიდან სწორედ მათ შეუძლიათ ნამდვილი ბედნიერების საბოლოოდ განადგურება. წარმოგიდგენთ 20+ ცნობილ წყვილს, რომლებიც თავიანთი მაგალითით ამტკიცებენ, რომ სიყვარულში სტანდარტები და ცრურწმენები უბრალოდ არ არსებობს.
ბრიუს უილისი და ემა ჰემინგი - წყვილს შორის 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობა ურთიერთობაში მათ არანაირ დისკომფორტს არ უქმნის. "კერკეტი კაკალი" 10 წელია უმშვენიერს მოდელთან, ემა ჰემინგთან ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება და მასთან ერთად ორ გოგონასაც ზრდის.
ჯოშ ჰოლოუეი და იესიკა კუმალა - ტელესერიალ "დაკარგულების" ვარსკვლავისთვის გარეგნობა მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა. მილიონობით ქალის გულთამპყრობელი მეუღლეს სიყვარულში სისტემატურდ უტყდება და ხმაურიან წვეულებებს ყოველთვის ოჯახურ გარემოში ყოფნას ამჯობინებს.
სოფი ტერნერი და ჯო ჯონასი - სოფისთვის (175 სმ) მეუღლის სიმაღლე (172 სმ) რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას სულაც არ წარმოადგენს.
ენ ჰეთევეი და ადამ შულმანი - როცა წყვილი ერთმანეთს შეხვდა, გოგონა უკვე მოთხოვნად მსახიობად ითვლებოდა, ადამი კი კინოში ჯერ კიდევ თავის პირველ ნაბიჯებს დგამდა. თუმცა მოგვიანებით შულმანმა მოღვაწეობის სფერო რადიკალურად შეიცვალა და საიუველირო ბიზნესის თანადამფუძნებელი გახდა.
ჯეისონ სტეტჰემი და როზი ჰანტინგტონ-უაითლი - ჰოლივუდის ეს ცნობილი წყვილი ურთიერთობაში 2010 წლიდან იმყოფება. მათ ერთი ვაჟი ჰყავთ. მოდელი მეუღლეზე 19 წლით უმცროსია, თუმცა მათთვის ასაკი - ეს მხოლოდ ციფრებია.
იხილეთ სრულად