წინა კვირას ქართული და უცხოური მედია 51 წლის მომღერლის, ჯენიფერ ლოპესისა და მისი ქმრის, ალექს როდრიგესის განშორებაზე ალაპარაკდა. წყვილს ურთიერთობაში პრობლემები ჰქონდა, რის გამოც დაშორება გადაწყვიტეს. ჰოლივუდში ამბობდნენ, რომ განშორების მიზეზი როდრიგესის ახალი საყვარელი გახდა.
ამ სკანდალის შემდეგ პაპარაცები ჯეილოსა და მის რჩეულს ყველგან დაჰყვებოდნენ და როგორც გაირკვა, ჰოლივუდის ერთ-ერთმა საყვარელმა წყვილმა განშორება გადაიფიქრა და ჯეილო და როდრიგესი შერიგდნენ.
ამერიკელი მომღერალი დომინიკის რესპუბლიკაში დააფიქსირეს. ფოტოზე ჩანს, როგორ კოცნის ჯეილო როდრიგესს, რაც იმის ნიშანია, რომ წყვილი არ დაშორებულა.
როგორც ამბობენ, წყვილის შერიგება შვილებს უკავშირდება, ჯეილო და ალექსი ბავშვებმა შეარიგეს და მათი ქორწინება დანგრევისგან გადაარჩინეს.
ლოპესს 13 წლის ტყუპი ჰყავს, ალექსს კი - 12 და 16 წლის ქალიშვილები. ისინი ერთად, ერთ დიდ ოჯახში ცხოვრობენ. როგორც "დეილი მეილი" იუწყება, წყვილი კვლავ ერთად არის და თავს ბედნიერად გრძნობს.