მოდელი და ტელესახე მარიამ სანოგო განსხვავებული სტილით გამოირჩევა.
„ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია და ცდილობს, გამომწერებს ახალი ფოტოები ხშირად შესთავაზოს.
ახალ ტრენდებს არ ჩამორჩება, თუმცა თავისი, ინდივიდუალური ჩაცმის სტილი განასხვავებს, რაც მცირედ დეტალებშიც შეინიშნება.
მის გარდერობში ამ სეზონზე მრავლად იხილავთ როგორც კლასიკურ, ასევე სპორტულს სამოსს, რომელსაც შესანიშნავად იხდენს.
მარიამი ფერადი ფერის სამოსის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს ამჟღავნებს, რაც მშვენიერი გადაწყვეტილებაა. უპირატესობას პასტელურ ფერებს ანიჭებს.
მოდელს და ტელესახეს ძალიან უყვარს როგორც ნაზი და მინიმალისტური, ისე მასიური, ფერადი აქსესუარები.
მარიამი ცდილობს თავის შვილს, ზუკასაც შეურჩიოს სტილი, რაც ძალიან კარგად გამოსდის. პატარა ზუკას- მზე ბიჭს ეძახიან და ყოველთვის თბილი სიტყვებით ეგებებიან.
გადავხედოთ, მომხიბლავი მარიამის ახალ ფოტოებს, რომლებშიც ესთეტიკა, სილამაზე და სინატიფე იგრძნობა.