მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის "ფეისბუკსა" თუ "ინსტაგრამზე" ხშირად აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოებს სხვადასხვა კონცერტიდან თუ ღონისძიებიდან. ამჯერად მომღერალი 221 ათას "ინსტაგრამგამომწერს" თავის ყოველდღიურობას უზიარებს. როგორც ვიდეოში ჩანს, ნუცა აქტიურადაა დაკავებული სპორტით და ცხოვრების დიდ ნაწილს სწორედ ვარჯიშს უთმობს.
24 წლის მომღერალი საზოგადოებისთვის ცნობადი ტელეშოუ „ნიჭიერში“ მონაწლეობის შემდეგ გახდა. 2013 წელს ის ასევე მონაწილეობდა პროექტში „ერთი-ერთში“, ხოლო ერთი წლის შემდეგ კონკურს „ახალი ტალღის“ გამარჯვებულიც გახდა.