მსახიობი და ტელესახე ია ფარულავა საკუთარ გამომწერებს ხშირად აძლევს სხვადასხვა პრაქტიკულ რჩევას და საზოგადოებაც, თავის მხრივ, ხშირად გამოხატავს კმაყოფილებას იას "ინსტაგრამ სთორების" მიმართ.
ამჯერად მსახიობმა გამომწერებს გამოცდილება გაუზიარა, თუ როგორ აწყობს დღეს და ყველა დასახული გეგმა რეალობაში მოჰყავს.
"აი, მეგობრებო, ჩემი დღის განრიგი. ყოველდღე ყავის დროს ვწერ ხოლმე, რა მაქვს გასაკეთებელი დღის მანძილზე. სად უნდა წავიდე, ვისთან მაქვს დასარეკი და ა.შ. როცა მირეკავენ და მეუბნებიან, ია, გამოდი, რა, მე ვპასუხობ, რომ დღე უკვე აწყობილი მაქვს, ორი დღით ადრე უნდა გეთქვა-თქო. თქვენც სცადეთ", - აღნიშნა მსახიობმა.