ქეთა თოფურია სწორედ ის ახალგაზრდა ქართველი ქალია, რომლის მიმართაც ყურადღება ნამდვილად არ განელებულა და ეს უკვე მრავალი წელია გრძელდება.
ის არ მიეკუთვნება იმ სელებრითების კატეგორიას, რომლებიც ხალათში გახვეულები სააშკარაოზე არ გამოდიან.
ქეთა მშობიარობის შემდეგ ძირითადად სპორტულ სტილზე გადაერთო.
მას საკმაოდ დახვეწილი გემოვნება აქვს, რასაც მისი ტრენდული, სპორტული "ლუქების" დანახვის დროსაც ვამჩნევთ.
ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რაც ქეთას სხვა მომღერლებისგან ყოველთვის გამოარჩევდა, მისი სტილის მუდმივი პროგრესი იყო.
სტილში იგულისხმება არა მხოლოდ ჩაცმულობა, არამედ საშემსრულებლო მანერა და რეპერტუარიც...
მომღერალმა ბოლო დროს შემოგვთავაზა სახლში გადაღებული ისეთი ფოტოებიც, რაც საშუალებას გვაძლევს, მივხვდეთ, როგორი სტილის სამოსს იყენებს ის ძილისთვის ან თუნდაც კანის დატენიანების დროს.
თქვენ რას იტყვით, მოგწონთ მომღერლის სტილი?