მისი თქმით, საკუთარ კონცერტზე ორ ბილეთსაც ათამაშებს.
"დიდი ხანია, რაც ეს კონცერტი იგეგმება და მინდა მოგიწვიოთ. ამასთანავე, მინდა გავათამაშო ორი ბილეთი. იცით, რომ გამოდის ჩვენი პირველი სტუდიური ალბომი. ამიტომ, ვინც ყველაზე კარგ სახელს მოიფიქრებს, ის მიიღებს ჩვენი კონცერტის ბილეთებს", - ამბობს თეონა ვიდეომიმართვაში.
მომღერლის თქმით, კონცერტი "ვეგას სითი ჰოლში", 9 აპრილს გაიმართება.