"დღეს დილით ძალიან ცუდად ვიყავი, უცნაურად ცუდად ვგრძნობ თავს", - ნუკი კოშკელიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა (ვიდეო)

ტელესახე ნუკი კოშკელიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას "ინსტაგრამგამომწერებს" უზიარებს.

მისი თქმით, ლეგენდა აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ერთ ოჯახის წევრს შეხვდეს კორონავირუსი და მეორეს არ გადაედოს.

"ლეგენდა, რომ შეიძლება კორონავირუსი შენ არ დაგემართოს, როცა ოჯახის წევრებს სჭირთ, ლეგენდა აღმოჩნდა. მე როგორც ვხვდები, სიმპტომების გამოვლენისთანავე ტესტი აჩვენებს დადებითს, იქამდე არა. დღეს დილას ძალიან ცუდად ვიყავი და ერთ რაღაცას გეტყვით: ძალიან გაუფრთხილდით ერთმანეთს, უცნაური ვირუსია, უცნაურად ცუდად ვგრძნობ თავს და ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებაა.

ოვის
ერთი დღე ჰქონდა მაღალი სიცხე და დღეს აღარ ჰქონია. მე და ბენი რიგრიგობით ვართ ცუდად, იმას სძინავს და მე ოვისთან ვარ. მანამდე ჩემი ჯერი იყო, მე მეძინა, ის იყო ბავშვთან და ასე ვენაცვლებით ერთმანეთს.

აქ როცა კოვიდი დაგიდასტურდება, 14 დღის განმავლობაში არ გაქვს გარეთ გასვლის უფლება და თუ არ გავგიჟდები, არ ვიცი", - ამბობს ნუკი.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნანა
გალაღდი საყვარელო,ცხოვრება მშვენიერია❤️❤️❤️
15:06 / 02-04-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93