"მან თქვა კი, უზომოდ მიყვარხარ" - ბათუმელ მოდელს ხელი ორიგინალურად სთხოვეს (ვიდეო)

"მან თქვა კი, უზომოდ მიყვარხარ" - ბათუმელ მოდელს ხელი ორიგინალურად სთხოვეს (ვიდეო)
19 წლის ბათუმელ მოდელს, ლორენა ზოიძეს შეყვარებულმა ხელი ორიგინალურად სთხოვა და ისიც დაუფიქრებლად დათანხმდა.

მოდელს, რომელსაც ქართველ მონიკა ბელუჩსაც უწოდებენ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" საკმაოდ პოპულარულია და გამომწერებს ხშირად უზიარებდა შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.

ლორენას რჩეულმა გადაწყვიტა საყვარელი ქალისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა და მყვინთავს სთხოვა აკვარიუმიდან პოსტერი ეჩვენებინა, სადაც ეწერა: "გაყვები მას ცოლად?" თვითონ კი დაიჩოქა და ხელის თხოვნის ცერემონიას მეტი რომანტიულობა შესძინა. ლორენა არც დაფიქრებულა, ისე დათანხმდა და საქმროს ჩაეხუტა.

მოგვიანებით ლორენამ საქმროს მიმართ სასიყვარულო ტექსტიც
გამოაქვეყნა:
"უზომოდ მიყვარხარ იმიტომ რომ ზუსტად ერთნაირები ვართ, ტყუპებივით. ერთნაირი ხასიათით, მანერებით, აზროვნებით, საქციელებით, გრძნობებით, სიგიჟით, ურთიერთგაგებით, კომუნიკაციით, გვიყვარს სხვებზე ზრუნვა,ადამიანების გაბედნიერება. მიხარია რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი და ეს გრძნობა, რასაც მე შენს მიმართ განვიცდი არ შეცვლილა და არც შეიცვლება. შენ ხარ ჩემი საუკეთესო მრჩეველი და მეგობარი, ვერც კი წარმოიდგენ როგორ მსიამოვნებს შენი რჩევების მოსმენა და დაუღლელად შემიძლია შენი მოსმენა .
უბრალოდ სიტყვები საკმარისი არ არის ჩემი შენდამი სიყვარულის გამოსახატავად . უფრო და უფრო საინტერესოა, როდესაც ერთად ვაკეთებთ ყველაფერს, ერთნაირად ვგრძნობთ და ასე სიყვარულით ვუჭერთ მხარს ერთმანეთს. მე ამ მხარდაჭერას, ყოველდღე, სულ უფრო მეტად ვგრძნობ. მინდა სულ მყავდე, რადგან ეს არის მამაკაცი, რომელიც ჩემს ცხოვრებას უფრო ძლიერს და უკეთესს ხდის. ღმერთმა ყველაფერი კარგი მომცა ცხოვრებაში, მაგრამ მე განსაკუთრებული, ლამაზად შეფუთული საჩუქარი მომართვა შენი სახით ????მინდა რომ ამ საჩუქარს მოვუფრთხილდე, არასდროს ვაწყენინო, გული არ ვატკინო, მოვუარო... გილოცავ ჩემო ერთადერთო სიყვარულო დაბადების დღეს . უზომოდ მიყვარხარ. We are the coolest couple", -წერს მოდელი.

ლორენა პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც დედასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. საზოგადოება მოდელის დედის სილამაზით აღფრთოვანებული იყო და ვერ გაერკვია, რომელი იყო ქალიშვილი და რომელი მშობელი.

მას შემდეგ გოგონამ ინფლუენსერობა დაიწყო და სხვადასხვა ბრენდის სახეც გახდა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ლელა
რა ლამაზი გოგო ხარ...ულამაზესი! ბედნიერები იყავით მუდამ!
21:56 / 04-04-2021
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ხანგრძივ თანაცხოვრებას და უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებთ, ძალიან ლამაზები ხართ, მაგრამ თუ საქართველოში ხდება ეს ამბავი, ინგლისურად რატომ თხოვთ ხელს, ცოტა უცნაურია,,,, იმედია ლორენამ ქართულად კითხვა იცის.... ეს - ისე, შეგახსენეთ.... თორემ მოლოცვა და კეთილი სურვილები ძალაშია.
00:26 / 04-04-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93