მომღერალი ნუცა ბუზალაძე შეყვარებულია, თუმცა საყვარელ მამაკაცს ჯერჯერობით საზოგადოებას არ უჩვენებს. ნუცა "ინსტაგრამის" გამომწერებს ხშირად უზიარებს ყოველდღურ ფოტოებს. დღეს კი მომღერალმა წითელი ვარდების ულამაზესი თაიგულის ფოტო და ვიდეოკადრები გამოაქვეყნა, რომელსაც სათამაშო დათვი და წერილიც ახლდა.
წერილში წერია:
"გამარჯობა, ჩემო პატარა რაკეტა. აქ არის რაღაც, რაც შენს გულს გააღიმებს. ვიცი, რომ ვარდების თაიგული ლამაზია, მაგრამ შენთან შედარებით მისი სილამაზე უბრალოდ წვეთია ოკეანეში. მიყვარხარ და ვერ ვითმენ იქამდე, სანამ გნახავ. გკოცნი და გეხუტები. შენი ლევანი".
მომღერალი საჩუქრებით გახარებული ჩანდა ბედნიერებას ასხივებდა. ნუცას "ინსტაგრამის" გამომწერები მოუთმენლად ელიან საყვარელი მომღერლის მეორე ნახევრის ნახვას.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>