რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია მეორე შვილის გაჩენის შემდეგ აქტიურად შეუდგა მუშაობას და უკვე საყვარელ მსმენელს ცოცხლადაც უმღერა.
მომღერლის ბენდი "ა სტუდიო" დღეს მოსკოვის მაყურებლის წინაშე წარდგა და ახალი სიმღერა "Се ля ви" შეასრულა.
ქეთამ "ინსტაგრამზე" ვიდეომიმართვა გაავრცელა და გამომწერებს კონცერტის შესახებ აცნობა. მომღერალი ცნობილია განსახვავებული სტილის სამოსით და კონცერტისთვისაც გამორჩეული "ლუქი" მოირგო.
მომღერალმა კლასიკური სამოსიდან წითელსა და ვარდისფერში გაწყობილი შარვალ-კოსტიუმი აარჩია. ეს "ლუქი" ქეთას ძალიან მოუხდა.
ქეთას გემოვნება მოუწონეს გამომწერებმა, რომლებმაც დადებითი შეფასებები არ დაიშურეს. "ნამდვილი პრინცესა", "ულამაზესი ხარ", - სწერენ თაყვანისმცემლები მომღერალს.
როგორც აღმოჩნდა, კონცერტზე იმყოფებოდა ასევე რუსეთში მოღვაწერ კიდევ ერთი ქართველი - ბიჭოლა, რომელმაც ქეთას სიმღერის ვიდეო გამოაქვეყნა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>