ქართველმა მომღერალმა და ახლა უკვე ტელეწამყვანმა სოფო ბათილაშვილმა ბოლო პერიოდია ახალი სტილი მოირგო. მომღერალმა ჩაცმის სტილი და ვარცხნილობა შეიცვალა. ბათილაშვილი ქართველმა მაყურებელმა წლების წინ გაიცნო და მას შემდეგ სოფო ტელეეკრანებზე აქტიურად ჩნდება.
ბათილაშვილი 2019 წელს პროექტს "მხოლოდ ქართულში" მონაწილეობდა. სოფო კონკურსის გამარჯვებული გახდა. მისი ნამღერი ყველა სიმღერა ქართულ რადიოსა და გადაცემებში დიდხანს ისმოდა.
სოფო პროექტში მონაწილეობის შემდეგ შეიცვალა. მომღერალმა თმა მოკლედ შეიჭრა და განსხვავებული სტილის სამოსიც მოირგო.
გარეგნობას დაემატა წარბის და ცხვირის პირსინგიც, რომელიც ძალიან მოუხდა.
2019 წელს, პროექტის დასრულების შემდეგ, სოფომ ბერკლის უნივერსიტეტში დაფინანსება მიიღო და მომღერალი 5-კვირიანი პროგრამით მასაჩუსეტსში, ბერკლის უნივერსიტეტში წავიდა.
ერთი წლის წინ ბათილაშვილი ტელეკომპანია "მთავარში" ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანი გახდა, შემდეგ კი დილის გადაცემაში გადავიდა.
სოფოს ცვლილებას მისი გამომწერებიც აღნიშნავენ. ახალი იერი მომღერალს ძალიან უხდება.
ტელეწამყვანობის პარალელურად, სოფო სიმღერას აგრძელებს. მისი ტკბილი ხმა ქართველ მსმენელს დღემდე ძალიან უყვარს.