კიმ კარდაშიანი მილიარდერთა ელიტურ საზოგადოებას შეუერთდა - როგორ აქცია ვარსკვლავმა პანდემია კიდევ უფრო გამდიდრების შესაძლებლობად

კიმ კარდაშიანი მილიარდერთა ელიტურ საზოგადოებას შეუერთდა - როგორ აქცია ვარსკვლავმა პანდემია კიდევ უფრო გამდიდრების შესაძლებლობად
მა­შინ, როცა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი კომ­პა­ნია გა­კოტ­რდა და მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­მა ბიზ­ნეს­ზე, ზო­გა­დად, მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა იქო­ნია, არი­ან ადა­მ­ია­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც პი­რი­ქით, ამ პე­რი­ოდ­ში კი­დევ უფრო მეტ ფი­ნან­სურ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს და ასეთ ადა­მი­ან­თა შო­რი­საა რე­ა­ლი­თი-შო­უ­ე­ბის ვარ­სკვლა­ვი კიმ კარ­და­ში­ა­ნი, რო­მე­ლიც მი­ლი­არ­დერ­თა კლუბს შე­უ­ერ­თდა.

"ფორბსის" მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, კიმ კარ­და­ში­ა­ნი უკვე სუ­პერმდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ელი­ტუ­რი კლუ­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. გა­მო­ცე­მა წერს, რომ მის­მა ქო­ნე­ბამ 1 მი­ლი­არდ დო­ლარს მი­აღ­წია კოს­მე­ტი­კი­სა და სა­მო­სის ბრენ­დე­ბის, სა­ტე­ლე­ვი­ზიო შე­მო­სავ­ლის, სხვა­დას­ხვა გა­რი­გე­ბის და ინ­ვეს­ტი­ციის წყა­ლო­ბით.

"ფორბსის" მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით,
კარ­და­ში­ა­ნის შე­მო­სა­ვა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ი­ზარ­და კოს­მე­ტი­კუ­რი ხა­ზი­დან.

KKW Beauty სა­კუ­თარ კოს­მე­ტი­კურ ხაზს ვარ­სკვლავ­მა 2017 წელს და­არ­ქვა. მა­ნამ­დე კი­მის ბრენ­დს "კი­მო­ნო“ ერ­ქვა, თუმ­ცა სა­ხე­ლის გა­დარ­ქმე­ვა მო­უ­წია, ვი­ნა­ი­დან ის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის მით­ვი­სე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

გა­სულ წელს კიმ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრენ­დის 20% მიჰ­ყი­და კოს­მე­ტი­კურ გი­განტს, Coty-ის, 200 მი­ლი­ონ დო­ლა­რად. კიმი ვერ შე­ა­ჩე­რა პან­დე­მი­ამ და მან სახ­ლში ყოფ­ნის პე­რი­ო­დიც კი­დევ ერთი წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნი ბიზ­ნე­სის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბად აქ­ცია - კიმი თა­ვი­სი ბოლო პრო­ექ­ტით მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს სახ­ლის სა­მოს­სა და საც­ვლებს მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი დი­ზა­ი­ნით, რო­მელ­საც თან ახ­ლავს დამ­ფუძ­ნებ­ლის ავ­ტოგ­რა­ფი.

კიმი იდე­ა­ლუ­რად იყე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თა­ვის ოფი­ცი­ა­ლურ ან­გა­რი­შებს ბრენ­დე­ბის რეკ­ლა­მის­თვის. კარ­და­ში­ანს "ინ­სტაგ­რამ­ზე" 213 მი­ლი­ო­ნი მიმ­დე­ვა­რი ჰყავს, ხოლო "ტვი­ტერ­ზე" - 69,7 მი­ლი­ო­ნი მიმ­დე­ვა­რი.

წყარო: ambebi.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93