ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "ნოესთან", ნოე სულაბერიძეს სტუმრად "რუსთავი 2"-ის ყოფილი ტელესახე მაია ასათიანი ჰყავდა.
მაიამ საკუთარი ცხოვრების ბევრ მონაკვეთზე ისაუბრა, მაგრამ აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში ბოლო დროს გადატანილი ტარგიკული მოვლენების შემდეგ ძალიან განიცდის და არ მოსწონს, რომ სიკვდილთან ასოცირდება.
ტელესახემ ასევე ისაუბრა წიგნზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაწერა.
"ყველაზე რთული იყო ბოლო თავის დაწერა, რომელიც ნუცაზეა და მქონდა დიდი პაუზა. წიგნში 25 თავია, 24 მქონდა დაწერილი. წერის შეწყვეტიდან 1 წლის შემდეგ მივედი კომპიუტერთან. მახსოვს აივანზე ვიჯექი, დავიწყე წერა და გავედი ბოლოში.
თერაპიაა ერთგვარი. როგორც ამბობენ, ჩემი ყველაზე მტკივნეული, ყველაზე ტრაგიკული დღე როცა გამოვიდა ჩემგან, ცოტა გათავისუფლება მომცა, თუმცა, ამის დაწერა ემოციურად რთული იყო.
კომპლექსი მაქვს, ვასოცირდები სიკვდილთან და ეს ძალიან არ მომწონს. სადაც უნდა მივიდე, ძალაუნებურად საუბარი ტრაგედიასთან მიდის, რასთანაც დაკავშირებული ვარ. ასეთ დროს ნებისმიერი აზრი დამთრგუნველია – დადებითიც და უარყოფითიც. მაგრამ წიგნი სიცოცხლეზეა, გადარჩენაზეა, წიგნი იმაზეა, რომ ერთხელ შეიძლება მოკვდე და მერე ადგე და იცოცხლო. ამიტომ ჰქვია "სიცოცხლე 25-ჯერ წამში", – ამბობს ასათიანი გადაცემაში.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>