ქეთი ხატიაშვილი დავით კაჭარავასთან ერთად წინანდლის ელიტურ სასტუმროში ისვენებს - ტანმოვარჯიშე პარტნიორთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და "ქართული ოცნების" დეპუტატი დავით კაჭარავა შერიგების შემდეგ ხშირად ჩნდებიან საზოგადოებრივ ადგილებში. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი პირადზე არასოდეს საუბრობს, ერთი შეხედვითაც ჩანს, თუ როგორ ბედნიერად გრძნობენ ერთად თავს.

ქეთი და დავითი ერთად ვარჯიშობენ და დასასვენებლადაც ერთად დადიან. ამჯერად ისინი წინანდლის ელიტურ სასტუმროში - "რადისონში" იმყოფებიან. ამის შესახებ ქეთიმ "ინსტაგრამით" საკუთარ გამომწერებს ამცნო და კახეთიდან ფოტო და ვიდეოკადრებიც უხვად გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, წყვილის ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ისინი გარკვეული დროით დაშორებულები იყვნენ, თუმცა
რამდენიმე თვის წინ შერიგდნენ.

ტანმოვარჯიშის თქმით, ურთიერთობის დეტალებს საიდუმლოდ იტოვებს, თუმცა, მისივე თქმით, ერთად კარგად გრძნობენ თავს.

მათ სოციალურ ქსელში ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ. ქეთისა და დავითის გამომწერები წყვილის საერთო ფოტოზე დადებით შეფასებებს არ იშურებენ და წერენ, რომ ერთმანეთს ძალიან უხდებიან.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
იკა
და მერე?
14:13 / 11-04-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93