"ყოველთვიურად ათასი ლარი მიჯდება ტაქსებით სეირნობა" - ია ფარულავა ვიდეოს აქვეყნებს - Marao

"ყოველთვიურად ათასი ლარი მიჯდება ტაქსებით სეირნობა" - ია ფარულავა ვიდეოს აქვეყნებს

2021-04-08 21:56:22+04:00


მსახიობი და ტელესახე ია ფარულავა "ინსტაგრამგამომწერებს" ხშირად ესაუბრება ამავე აპლიკაციის "სთორის" მეშვეობით. ამჯერად იამ ტაქსით მგზავრობისას ჩაწერა "სთორი" და მანქანის ყოლა/არ ყოლაზე ისაუბრა.

მისი თქმით, კმაყოფილია, ტაქსით რომ მგზავრობს, რადგან ზედმეტ რაღაცებზე ფიქრი არ უწევს.

"მართალია, ყოველთვიურად ათასი ლარი მიჯდება პრემიუმ ტაქსებით სეირნობა აქეთ-იქით, სამაგიეროდ, ბენზინს არ ვასხამ, მანქანის გარეცხვაზე არ ვფიქრობ და კიდევ - პროფილაქტიკაზე", - ამბობს ია ფარულავა.

მისივე თქმით, ხშირად ეკითხებიან, რატომ გაყიდა მანქანა და რატომ დადის ყოველთვის ტაქსით. ამიტომ იამ გადაწყვიტა, "სთორით" პასუხი გაეცა გამომწერების კითხვაზე.