გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი სწორედ ის ერთმანეთზე შეყვარებული ორი ადამიანია, რომლებიც წლის საუკეთესო წყვილად აღიარეს.
მარიტას გემოვნება ბევრ ქალბატონს მოსწონს. მათ შორის ერთ-ერთი მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძეა. დალი მის "ინსტაგრამზე" აქტიურობს და ფერად მარიტას კომპლიმენტებით ანებივრებს.
ტელეწამყვან გიორგი გასვიანის მეუღლე სადა სამოსის მოყვარულია.
უყვარს ჩაცმულობაში საინტერესო შტრიხების შეტანა, რაც მისი ახალი ფოტოებიდანაც ჩანს. ის შავი და თეთრი ფერის სამოსის მოყვარულიცაა და კლასიკური სტილის მიმდევარია. თუმცა სპორტული სტილიც ძალიან უხდება.
მარიტამ ცოტა ხნის წინ უსაყვარლესი ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც მისი და გიორგის ცხოვრებიდან ლამაზი, რომანტიკული, ემოციური ფრაგმენტებია შეკრებილი.
მარიტას და გიორგის მიმართ ადამიანებს დადებითი დამოკიდებულება აქვთ და წყვილის შესაფასებლად ლამაზ სიტყვებსაც არ იშურებენ.