მომღერალი ბაბი კირკიტაძე ბევრისთვის საყვარელი და საინტერესო ტელესახეა. ის თავისი ენერგიულობის, ნიჭისა და ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მუდმივად ისმის კითხვები მისი პირადი ცხოვრების შესახებაც, რაზეც მომღერალი აქამდე არასდროს საუბრობდა, თუმცა გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ მან თქვა, რომ შეყვარებულია -„დღეს მთელმა ქვეყანამ გაიგო ის, რაც აქამდე ჩემ შესახებ არ გაუგიათ, ის, რომ მე ვარ შეყვარებული.“
ბაბი კირკიტაძემ თქვა, რომ საყვარელი ადამიანი დიდი ხანია რაც იპოვა, თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბარს არ აპირებს და არც მის ვინაობას ამხელს. მიზეზი კი ისაა, რომ არ სურს, საჯაროობით ამ ურთიერთობას ზიანი მიაყენოს.
ბაბი კირკიტაძე საზოგადოებამ „შალვა რამიშვილის შოუდან“ გაიცნო, განსაკუთრებით პოპულარული კი გადაცემა „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ შემდეგ გახდა.