რამდენს უხდიან ვარკვლავებს ინსტაგრამის ერთ სარეკლამო პოსტში? - Marao

რამდენს უხდიან ვარკვლავებს ინსტაგრამის ერთ სარეკლამო პოსტში?

2021-04-11 12:28:47+04:00


ცნობილი ადამიანები ხშირად გვიზიარებენ ყოველდღიურ ცხოვრებას „ინსტაგრამის“ საშუალებით ესეც მათი ერთგვარი შემოსავლის წყაროა.

ბრენდები და ახალბედა კომპანიები, ძალიან დიდ თანხებს ხარჯავენ პოპულარობის გაზრდაში ვნახოთ, რამდენს უხდიან ვარსკვლავებს „ინსტაგრამის“ ერთ სარეკლამო პოსტში.

1. ბარბადოსელ მომღერალი რიანას – სოციალურ ქსელში 1 პოსტის გამოქვეყნებისთვის $449,000 დოლარს უხდიან. პოპულარული ბარბადოსელი მომღერალი, რიანა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსია. ბიზნესჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, ამ დროისთვის მის აქტივში 600 მილიონი დოლარია. ბოლო წლებია, რირის მუსიკალური კუთხით არ უაქტიურია, თუმცა, ეს მის კაპიტალს არ დასტყობია. 32 წლის არტისტი დღეისთვის თანხას ძირითადად ბიზნესსაქმიანობით გამოიმუშავებს.

2. ჯენიფერ ლოპესის – 1 პოსტი გამოქვეყნება კომპანიას $663,000 დოლარი დაუჯდება. ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა.

3.  ბიონსეს ინტერნეეტ სივრცეში დარეკლამებული – 1 პოსტის ღირებულება 770,000 $ გახლავთ. ბიონსე ნოულს-კარტერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია. 28 გრემის მფლობელ არტისტს 100 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Single Ladies, Crazy In Love, Irreplaceable და Formation მოუტანა.

რათქმაუნდა ამათ გარდა მათ კიდევ უამრავი ფინანსური შემოსავალი აქვთ, თუმცა ვფიქრობ დაახლოებითი წარმოდგენისთვის მაინც გამოგვადგა. როგორც ხედავთ ინტერნეტ სივრცე არანაკლებ შემოსავლიანია ,რადგან მათ მილიონობით მიმდევარი ჰყავთ და რასაც რეკომენდაციას გაუწევენ ერთგვარ ნდობას იწვევს გულშემატკივრებში.

იხილეთ სრულად

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>