ვინ არის და როგორ ცხოვრობს ირაკლი მაქაცარიას 19 წლის შეყვარებული

ვინ არის და როგორ ცხოვრობს ირაკლი მაქაცარიას 19 წლის შეყვარებული
ქართველი ქალების რჩეული, მომხიბვლელი ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია შეყვრებულია, სიახლე ირაკლიმ სულ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მისი მეორე ნახევარი 19 წლის მომღერალი და მომავალი ექიმი ლიზა ჩიჩუაა, რომელსაც საზოგადოება ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან ტელეეკრანებიდან იცნობს.


ლიზა სამედიცინო სფეროში ცნობილი ოჯახის შვილია, ლიზას დედა ენდოკრინოლოგი ქეთევან ასათიანია, მამა ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუა. ქეთევანს საზოგადოება ტელეკომპანია "იმედზე" დილის გადაცემაში ხშირად ხედავს, გიორგი ჩიჩუა კი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე ერთ-ერთი სამედიცინო გადაცემის წამყვანი იყო.



ლიზა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
1 კურსის სტუდენტია, გოგონა "საქართველოს ჯანდაცვის ორგანიზაციში მუშაობს" და როგორც ცნობილია, მამასაც ხშირად ეხმარება.


ლიზას ერთი ძმა და და ჰყავს. როგორც ერთ-ერთი ინტერვიუდან ირკვევა, მაშო ბიზნესზე სწავლობს სანდრო ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, მომავალი ექიმია.


სოციალურ ქსელში ლიზასა და ქეთევანის არჩევეულებრივ ნამღერს აუცილებლად ნახავდით, ჩიჩუა ბავშვობიდან მღერის მას და მომღერალ ლაშა ღლონტს დუეტიც აქვთ ჩაწერილი.

ლიზა სოციალურ ქსელებში აქტიურია, მისი ფოტოებიდან ჩანს, რომ გოგონა ოჯახის დიდი გულშემატივარია.



ლიზასა და ირაკლის ერთად დანახვა ქართული საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყო, ფოტოს ასობით თბილი კომენტარი მოჰყვა, თუმცა რამდენიმესთვის გაუგებარიც დარჩა მათი სიყვარული. ირაკლი ლიზაზე 17 წლით დიდია, თუმცა როგორც ჩანს, წყვილისთვის ასაკს მნიშველობა არ აქვს.



"როგორ უხდებით ერთმანეთს. ულევი სიხარული და უსაზღვრო ბედნიერება თქვენ!"; "ულამაზესი წყვილი! იბედნიერეთ და იმრავლეთ..."; - უწერენ ირაკლის მისი და ლიზას საერთო ფოტოზე.

ასევე დაგაინტერესებთ: "ჩემი ცხოვრების სიყვარული" - ირაკლი მაქაცარიამ შეყვარებულთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 7 /
ლია
გოგო მართლაც ძალიან კარგია ბიჭი არც ისეთი კარგი როგორც თავად ჰგონია,ასეც უნდა იყოს,ღმერთმა აბედნიეროს!
22:57 / 28-04-2021
გამოხმაურება / 0 /
maia datynashvili
ulamazesebi,chkvianebi,ertmanetistvis dabadebulebs hgavkhart,didi bedniereba-tkven
13:23 / 18-04-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93