რა ღირს ანუკი არეშიძის პოპულარული "ლუქი", რომელიც დიზაინერმა პარიზში მოირგო

რა ღირს ანუკი არეშიძის პოპულარული "ლუქი", რომელიც დიზაინერმა პარიზში მოირგო
დიზაინერი და თბილისის მერის მეუღლე ანუკი არეშიძე ცნობადების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის ჩაცმის სტილი და ცხოვრებისეული სიახლეები არასდროს კარგავს აქტუალურობას ქართული საზოგადოებისთვის.

ანუკი დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა და "ინსტაგრამის" საკუთარ გამომწერებს ხშირად სთავაზობს სხვადასხვა გემოვნებიან "ლუქებს" საკუთარი ან სხვა დიზაინერების კოლექციიდან.

ამჯერად დიზაინერმა ფოტოები საფრანგეთიდან გამოაქვეყნა, სადაც ბრენდულ სამოსშია გამოწყობილი. გულშემატკივრებმა ანუკის არჩევანი და ფერთა შეხამება კვლავ შეუქეს.

ანუკის BALENCIAGA-ს მწვანე ფერის ტყავის ქურთუკი განსაკუთრებით მოეწონათ მის გამომწერებს და კომენტარებში სწერენ, რომ დიზაინერს ეს ფერი ძალიან
მოუხდა.

როგორც აღმოჩნდა, BALENCIAGA-ს აღნიშნული მოდელი ერთ-ერთ საიტზე 2 890 დოლარი ღირს, რაც ამჟამად დაახლოებით 10 000 ლარის ტოლია.

ანუკის ხელში უჭირავს მისი საყვარელი შავი ჩანთა, რომელიც ასევე BALENCIAGA-ს ეკუთვნის და ხშირად შეხვდებით დიზაინერის "ლუქში".

ამჟამად ტყავის ეს ჩანთა ერთ-ერთ ინტერნეტ მაღაზიაში 716$ ღირს, ლარის კურსის გათვალისწინებით მისი ფასი დაახლოებით 2500 ლარია. 

და ბოლოს, ანუკის ლუქის განხილვისას უნდა ვახსენოთ Dr. Martens-ის ფეხსაცმელები, რომლის ამჟამინდელი ღირებულება 150 დოლარის ტოლია, რაც ლარში დაახლოებით 520 ლარს უდრის.

საბოლოო ჯამში, ანუკი არეშიძის ერთი "ლუქი" დაახლოებით 13 000 ლარს შეადგენს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
აი ია
მწვანის შემდეგ ყვითელი და წითელი მოდის.
15:53 / 13-04-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93