სოციალურ ქსელში ცნობილი წყვილის საოცარი "ტანგო" - ვინ არიან და რას საქმიანობენ რუსკა და გურამი (ვიდეო)

ბოლო პერიოდია სოციალურ ქსელში კიდევ ერთი წყვილი გამოჩნდა. რუსკა თურმანიძე და გურამ ხუციშვილი "ინტაგრამზე" პოპულარულები არიან. მათი ცეკვა და ერთად გადაღებული საოცარი ფოტოები ფართო საზოგადებამ უკვე ნახა და ბევრი მათი ცხოვრებითაც დაინტერესდა.


გურამ ხუციშვილი პროფესიით ექიმი, ქირურგია. მისი "ინსტაგრამგვერდი" გურამის ცხოვრებაზე ბევრ რამეს გვიყვება.

პლასტიკური ქირურგი ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულია, აქტიურად ვარჯიშობს, სწორად იკვებება და ქირურგიის გარდა, სხვა საქმეებითაც არის დაკავებული.


გურამს პიანინოზე დაკვრა და ცეკვა უყვარს. ექიმი ფოტოგენურია და მის გვერდზე ათობით ფოტოს შეხვდებით.


გურამის
პარტნიორი რუსკა თურმანიძე მსახიობი და ფოტომოდელია. რუსკას ვინტაჟური სამოსი და კლასიკური სტილი იზიდავს. 



მოდელი ფერადი სამოსის მორგებაზე უარს არასდროს ამბობს და სხვადასხვა სტილს თავისუფლად ირგებს.


ულამაზესი რუსკა გარეგნობასთან დაკავშირებულ კომენტარებს მუდმივად იღებს. როგორც მისი "ინსტაგრამიდან" ჩანს, მოდელს ყვავილები ძალიან უყვარს.


წყვილმა ერთად აქტიურობა სოციალურ ქსელში სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო. მათი საერთო ფოტოები დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც ჩანს, ხალხს ექიმისა და მოდელის შესანიშნავი წყვილი ძალიან მოსწონს.


რუსკა თურმანიძე მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძის მეგობარია. წყვილი ერთად რუსკას 18 წლის აღსანიშნავად გამართულ დაბადების დღეზე იყო, სადაც მათ "ტანგო" იცეკვეს. "ტანგოს" იქ მყოფი სტუმრებისგან დიდი ოვაციები მოჰყვა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
Valida
Zalian magari da ulamazesi wyvili
07:05 / 16-04-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93