პოპის დედოფალი მადონა, რომელიც 62 წლისაა, თავისი ახალგაზრდული იერით აგრძელებს თაყვანისმცემლების გაოცებას. ყოველ ახალ ფოტოში, რომელსაც ის სოციალურ ქსელებში აქვეყნებს, უფრო და უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.
ამჯერად მან "ინსტაგრამზე“ ქალიშვილთან, ლორდესთან ერთად გადაღებული ფოტო გაუზიარა გულშემატკივარს, სადაც შთამბეჭდავად გამოიყურება. მომღერალმა არაერთი კომპლიმენტიც მიიღო.
- ულამაზესი ქალები.
- ჩვენც გაგვიზიარე ახალგაზრდობის საიდუმლო
- მართლა როგორ ახერხებ ამას?
- არ მჯერა, რომ ეს ქალი 62 წლისაა - წერენ კომენტარებში.
მადონას გარდა, ფოტოზე ყურადღება მიიპყრო მისმა ქალიშვილმა ლორდესმა, რომელიც წარმატებული მომღერალია. ის არის ფემინისტი და ცდილობს, ყოველთვის გამოხატოს თავისი პოზიცია, როდესაც საქმე ქალების უფლებათა დაცვას ეხება. უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივობას და ხშირად ჩნდება საჯაროდ იღლიაში თმით. ამის გამო საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტია. ამჯერადაც, სოციალური ქსელების მომხმარებლებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ ის ფაქტი, რომ ლორდესის იღლიაში თმა ბუნებრივად აქვს. ამას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
- რა, ვინმე მართლა ფიქრობს, რომ ეს ლამაზია და ამ ფოტოზე ლორდესი მომხიბვლელია? კარგით რა, არ მჯერა, რომ ვინმეს მართლა მოსწონს ეს.
- ეს არაჰიგიენურია
- ვერ ვიგებ, რატომ აკეთებთ აქცენტს მის იღლიაზე, როცა დედა-შვილის შესანიშნავი ფოტოა და ნახეთ, რა ლამაზები არიან.
- ვისაც უნდა, გაიპარსავს; ვისაც არ სურს, ასე იქნება, რა პრობლემაა?!
- მისი არჩევანია, შეიწყვიტეთ ჰეითერობა. როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ, ისე მოიქცევა" - წერენ კომენტარებში.
წყარო: ambebi.ge
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>